ოთახის ფრინველი

ფოტო გალერეა

გამოკითხვა

რომელ მეძებარს ანიჭებთ უპირატესობას
 

ვიდეო გალერეა

ბანერი



თუთიყუშების შეძენა-ტრანსპორტირება

ვიდრე ფრინველს შეიძენთ, საჭიროა სათანადო მომზადების ჩატარება, კერძოდ: გაეცნოთ თუთიყუშების ბიოლოგიურ და ესთეტიკურ მონაცემებს, რამდენი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ მის მოვლა-პატრონობას, განსაზღვროთ ფრინველის სათანოდო საკვებით უზრუნველყოფა, დაადგინოთ ჩიტის შესანახი ფართი, ან სათანადო სივრცე, ოჯახის წევრების დამოკიდებულება ამ საქმისადმი და ა.შ.

ჩიტის შეძენისას საჭიროა მისი ყურადღებით დათვალიერება მისი მდგომარეობის მიახლოებით განსაზღვრის მიზნით. ჯანმრთელ ჩიტს ბუმბული ტანზე მჭიდროდ ეკრობა, ბზინავს და აქვს ცოცხალი თვალები; ფრთები არ უნდა ქონდეს ჩამოშვებული, ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული ; სუნთქვა - თანაბარი, ხიხინისა და სხვა უცხო ხმების გარეშე. მოდუნებული და აბურძგნული ფრთებიანი, ცვლილოვანაზე ან ფეხებზე წამონაზარდებიანი, ნისკარტის დეფექტიანი და მკერდის ძვალგამოშვერილი ჩიტის შეძენა არ ღირს. ასეთი ჩიტი აუცილებლად ავადმყოფია. ასევე არ შეიძლება ჩიტის შეძენა, რომელსაც ტანზე გაშიშვლებული ნაწილები აქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თუთიყუში ან ავად არის ან აქვს მიდრეკილება ბუმბულის თვითგაპუტვისაკენ, რისგანაც მისი გადაჩვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საჭიროა ახალგაზრდა თუთიყუშების შეძენა, რომლებიც უფრო ადვილად ეგუებიან ახალ გარემოს, ადვილად უწყვილდებიან პარტნიორებს, უფრო გულდასმით სხდებიან კვერცხებზე და გამოკვებავენ ბარტყებს და უკეთესად იწვრთნებიან. ლოგიკურია, რომ კარგი თვისებების მქონე ზრდა დასრულებულ ჩიტს მოყვარული უფრთხილდება და გასაყიდად არ იმეტებს.

თუთიყუშის ტრანსპორტირებისას ყველაზე მოსახერხებელია სატრანსპორტო გალიები. სამ საათზე მეტი ხნით ტრანსპორტირებისას გალია უნდა აღიჭურვოს ავტომაყური წყლის სასმელითა და საკვებით.

ჩიტის გადაადგილება ქალაქის ფარგლებში დასაშვებია მუყაოს კოლოფში ან ქაღალდის პარკში, რომლებსაც ექნებათ სასუნთქად ნახვრეტები, დაუშვებელია ამ მიზნისათვის ცელოფანის პარკის გამოყენება.

ჩიტების ტრანსპოტირებისათვის შეიძლება ჩვეულებრივი გალიების გამოყენებაც, მხოლოდ ზამთრის პერიოდში გალიები უნდა დათბუნდეს ქსოვილის ნაჭრით ან ცელიფანის ფირით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩიტები გაცივდებიან. საერთოდ კი არ ღირს თუთიყუშების ზამთრობით შეძენა. ზოგი ვაი პატრონი კი ინახავს ფრინველს სითბოში, რათა შეუწყოს ხელი მის გამრავლებას და მერე სიცივეში გამოიყვანს გასაყიდად სიცივეს შეუჩვეველ ჩიტს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.

Share

კომენტარები 

0 # bachi 2014-02-22 18:11  
korelas yidva minda da ramdeni weli cocxlobss mainteresebss ციტირება
 
0 # კუტუ 2013-12-02 03:43  
 
0 # ნუგო 2013-09-04 22:16  
ვყიდით შვედურ ავჩალკას თეთრი ფერის არის სულ ლეკვებს.ფასი 500 დოლარი შემიძლია განახოთ მისი დედაც და მამაც დაინტერესებულებ მა მომცერეტ სკყპეზე nati.nati857 skype ციტირება
 
0 # ნენსი 2013-09-04 22:09  
გამარჯობათ თუთიყუსები მყავს და ვერ წყვილდებიან და რა უყო უკვე 1 ცლისანები არიან ციტირება
 
0 # mariami 2013-03-21 19:29  
me myavs cikooo da ise isee isekargad laparakobs gazeetshic daweres statia da televizorshic gamoacheness ise gayidvaze vfiqrob daaa tu iservebt shemexmianeettt tt ციტირება
 
-1 # mari 2012-11-20 21:44  
ტთუთიყუშის შეძენა მინდა და ხომ ვერ მეტყვით რომელი უნდა ვიყიდო დედალი თუ მამალი და როგორ განვასხვავო ციტირება
 
+2 # მარიამი 2012-09-24 18:49  
ხომ ვერ მეტყვით თუთიყუშის გალიები რა ფასებში მერყეობს? ნორმალური ზომის მინდა 1 თუთიყუშისთვის ციტირება
 
0 # Dd.Aa.Tt.Oo. 2012-09-24 01:22  
სოფო აი ეს ვეტ ექიმის ნომერია 579900684 ოკ ციტირება
 
-1 # Dd.Aa.Tt.Oo. 2012-09-24 01:15  
ხო არ იციტ სად იყიდება თუთიყუში არა და ზურა თუ ლაპარაკი გინდა რო ისწავლოს შენმა თუთიყუსჰი მე თუთიყუშ არას გირჩევ ციტირება
 
+1 # მარი 2012-09-18 00:03  
მაინტერესებს როგორ უნდა მოვუწყო ბუდეე რომ კვერცხები დადოსს? ციტირება
 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ავტორი:
გ. ვაწაძე
Facebook Image
ბანერი

ბოლო კომენტარები

« დამატებითი ინფორმაცია »

© 2009-2014 all rights reserved