ფოტო გალერეა

გამოკითხვა

რომელ მეძებარს ანიჭებთ უპირატესობას
 

ვიდეო გალერეა

ბანერი



ავოკადო

მოყვარულ მებაღეებს ამ მცენარის გამოყვანისას ყველაზე მეტად იზიდავს ის რომ, ავოკადოს გაზრდა შეიძლება მისი ნაყოფისაგან. გამოყავთ მარადმწვანე ამერიკული ავოკადო - P. americana. შენობაში ავოკადო არ ყვავილობს და შესაბამისად ნაყოფსაც არ იძლევა. თვითონ ბუჩქი მსუბუქად შეტოტილი ღერძით არც ისე დეკორატიულია. მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მცენარე გაიზრდება დიდ ქოთანში და მიაღწევს დიდ ზომებს.

განთავსების ადგილი

ზაფხულში განათავსეთ ნათელიდან მზიან შუალედში, მაგრამ ნაშუადღევის მზის სხივებისაგან დაცულ ადგილზე. ზამთარში - ნათელ ადგილზე სადაც ტემპერატურა იქნება 10-12 გრადუსის ფარგლებში, მაგრამ შესაძლოა მცენარემ ამ შემთხვევაშიც ჩამოყაროს ფოთოლი, თუმცა გაზაფხულზე ისევ შეიმოსება

განათება

მკვეთრი შუქი

მორწყვა

ზაფხულში - უხვად. ზამთარში - შეზღუდულად, გარემოს ტემპერატურის შესაბამისად

ჰაერის ტენიანობა

ზომიერი, აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყლით ხშირი დანამვა

გამრავლება

ავოკადოს გამრავლება ხდება თესლით და იშვიათად გადაწიდვნით. ნერგები ცუდად ფესვიანდება, ამიტომ უმჯობესია მათი დამუშავება ზრდის სტიმულატორით. ავოკადოს გამრავლება უფრო იოლია თესლით. ამისათვის კურკას, ბლაგვი ბოლოთი რგავენ მიწაში, ხოლო მახვილს ტოვებენ ნიადაგის ზემოთ, ფოთლების გამოტანამდე ქოთანს ინახავენ სითბოში, იშვიათად რწყავენ, რათა მიწა არ გამოშრეს

გადარგვა

ყოველწლიურად გაზაფხულზე. მიწის ნაზავი №1 ან №2

შესაძლო სირთულეები

ავოკადო ხშირად უჩნდება აბლაბუდიანი ტკიპები და ფარიანები. ჰაერის არასაკმარისმა ტენიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფოთლის წვერის შეხმობა

Share

კომენტარები 

-1 # იდიოტებო 2014-02-18 21:21  
 
+1 # ჯაბა ბასილაია 2013-12-04 02:48  
არსებობს ავოკადოს სხვადასხვა სახეობა. დასავლეტ საქართველში /ზუგდიდში/ იზრდება და ხარობს ავოკადოს ხე რომელსაც აქვს უგემრიელესი ნაყოფი, არის მწვანე კაკლის ოდენა. შიგ აქვს კურკა რომელიც ძალიან ჩამოგავს ხურმას კურკას. ხე იზრდება დაახლოებით 5-6 მეტრის სიმაღლეზე. კურკით ვერ გავახარე თუმცა მისი ფესვები ვეგეტაციურად მრავლდება /ამონაყარით /. მაინტერესებს რამდენ ცელსიუს სიცივს უძლებს თვით მცენარე. ციტირება
 
+2 # ტეონა 2012-12-17 02:15  
უგემრიელესიააა ციტირება
 
-1 # ნატო 2012-04-03 13:40  
საშინელიააააააა აააააააააააა ციტირება
 
-1 # niako 2011-01-17 23:40  
sashinelebaa sazizgroba ციტირება
 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

Facebook Image
ბანერი

« დამატებითი ინფორმაცია »

© 2009-2014 all rights reserved